უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს რუს დამპყრობლებს დონეცკის ოლქის კრასნოპოლიეს რაიონში

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს რუს დამპყრობლებს დონეცკის ოლქის კრასნოპოლიეს რაიონში.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სლავური მიმართულებით მტერმა გამოიყენა ნაღმტყორცნები, ქვემეხი არტილერია და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გრუშევახას, დოლინას, მოროსოვკას, პრიშიბისა და ჩეპელის დასახლებების რაიონებში.
ოკუპანტები ცდილობენ შექმნან ხელსაყრელი პირობები იზიუმ-სლავიანსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების გასაგრძელებლად- აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაში.

წინა სტატიაშივიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქვეყანა სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც “ბოლო რუსი ჯარისკაცი უკრაინას დატოვებს”
შემდეგი სტატიაშეერთებულმა შტატებმა უკრაინაში Mi-17 შვეულმფრენების მეორე პარტია გაგზავნა (ფოტო)