“ვისურვებდი, ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით” – კალაძე NDI-ის კვლევას აფასებს

დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ მისი თანაგუნდელები, რომლებსაც NDI-ს კვლევის მიხედვით დაბალი რეიტინი აქვთ მისი მაღალი რეიტინგით იამაყებენ.

NDI-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა 40% კახა კალაძეს დადებითად აფასებს.

დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ის მოსახლეობის კეთილგანწყობას ყოველდღიურად გრძნობს და ისურვებდა, მის თანაგუნდელებს მასზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეთ.

„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს შეხვედრა მოსახლეობასთან. ზუსტად ის დამოკიდებულება, რასაც მე ვგრძნობ ყოველდღიურ რეჟიმში დედაქალაქის მოსახლეობისგან ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ვისურვებდი,რომ ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით,გაკეთებული საქმეებით. ეს ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის იქნება დადებითი და პირველ რიგში ქვეყნისთვის,“-აცხადებს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშისოფელ ვეჯინის ამბულატორიას კვერცხები ესროლეს
შემდეგი სტატიათორნიკე შარაშენიძე „ნაცმოძრაობაზე“ – არ შეიძლება ყველა არჩევნებზე დამუქრება და მერე ხალხის ფაქტის წინაშე დაყენება, რომ ამ მუქარის უკან არაფერი დგას