თორნიკე შარაშენიძე „ნაცმოძრაობაზე“ – არ შეიძლება ყველა არჩევნებზე დამუქრება და მერე ხალხის ფაქტის წინაშე დაყენება, რომ ამ მუქარის უკან არაფერი დგას

ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ მოსახლეობაში არ არსებობს ისეთი პროტესტის მუხტი, რომელიც გაანეიტრალებს მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ ადმინისტრაციული რესურსების სხვაობას.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და მმართველ გუნდს სულაც არ გააჩნია არჩევნების გაყალბების საჭიროება.

„ის, რაც ნიკა მელიამ თქვა, რომ არ შეიძლება დაანონსება რევოლუციის და შემდეგ საკუთარი მომხრეების „გადაგდება“, გასათვალისწინებელი პრობლემაა. არ შეიძლება ყოველი არჩევნების წინ დამუქრება და მერე ფაქტის დაყენება ხალხის, რომ ამ მუქარის უკან არაფერი დგას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში რევოლუციის რეალური მუხტი და დაძაბულობა არ არსებობს. შეიძლება ვიღაცას ეს უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ასე არ არის და მოსახლეობას, როგორც ასეთი, რევოლუცია უფრო აშინებს, ვიდრე „ოცნების“ მთავრობის ქვეშ დარჩენა“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

banner
წინა სტატიაში“ვისურვებდი, ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით” – კალაძე NDI-ის კვლევას აფასებს
შემდეგი სტატია,,ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს მოლოდინი ჰქონდა, რომ დოლარები ტომრებით ჩამოიყრებოდა, ეს ვერ შედგა”-ნუკრი ქანთარია NDI -ს შედეგებზე