ვის ნიშნავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსად?!

რომან გოცირიძე: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი ხელმძღვანელის დანიშვნა ტესტია პარლამენტისათვის.

-ბატონო რომან, აუდიტის სახელმწიფო სამსახურის გენერალურ აუდიტორს ანუ მის უფროსს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა. მის შემცვლელად ჭორებს თუ დავუჯერებთ, რამდენიმე ადამიანი მოიაზრება. როდის მოხდება მისი დანიშვნა და როგორ ფიქრობთ, ვის აქვს მეტი შანსი ამ ვაკანტური ადგილის დასაკავებლად?
-ჭორების კომენტირებას არ შევუდგები. მისი კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა წარმოადგინოს და პარლამენტმა უნდა დაამტიცოს. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როცა მთელი ძალაუფლება კონსტიტუციით პარლამენტის ხელშია. ფაქტობრივად ორი უწყებაა პარლამენტის პირდაპირ დაქვემდებარებაში და მათ ხელმძღვანელებს უშუალოდ პარლამენტი ნიშნავს. ესაა აუდიტის სამსახური და ეროვნული ბიბლიოთეკა.
სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის დანიშვნა იქნება იმისი მაჩვენებელი, პარლამენტი პლინტუსამდე არის ჩამოდაბლებული, თუ ოდნავ მაინც აქვს სიმაღლე შენარჩუნებული, აი, ფეხის წამოკვრის დონემდე.
-პარლამენტი ავტონომიურად ვერ გადაწყვიტავს იმას, თუ ვინ დაიკავებს ამ პოსტს. არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა, არამედ ქართული ოცნების პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს არც უნდა იყოს გასაკვირია.
-დაგეთანხმებოდით, ეს რომ ასე იყოს. სინამდვილეში გადაწყვეტს ივანიშვილი. პარტიის ყველაზე დიდი დაფასება მისი მხრიდან იქნებოდა ის, რომ ოცნებას წარედგინა მისთვის რამდენიმე კანდიდატურა და იქიდან აერჩია მას ერთი და შეეთავაზებინა პარლამენტისათვის. სინამდვილეში ის თვითონ იტყვის, ესენი კი მორჩილად დაუკრავენ კვერს.
-მაშინ რატომ არის ეს დანიშვნა ტესტი პარლამენტისათვის. ტესტი დამოუკიდებლობის ხარისხზე უფრო არის პარტია ქართული ოცნებისათვის და არა მხოლდ მისი საპარლანენტო უმრავლესობისათვის.
-ნაწილობრივ გეთანხმებით. პარლამენტს და მით უმეტეს მის თავმჯდომარეს რომ არავინ დაანიშნინებს საკუთარ კანდიდატურას, ნათელია. თუმცა კანონით ეს მისი უფლებაა. აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად დაამცირებენ პარლამენტს. აიძულებენ მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამტკიცონ ყველაზე ოდიოზური კანდიდატურა თუ არა. შეუნახავენ თუ არა სახეს. პარლამენტის დამცირების ხარისხი პირდაპირპროპორციული იქნება კანდიდატურის უვარგისობის ხარისხთან. პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს წარდგენა, უმრავლესობის დეპუტატებს კი ქება და დაცვა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკისაგან.
-რატომ გამორიცხავთ, რომ კარგი კანდიდატურა იქნებს წარმოდგენილი?
-თუ შევთანხმდით, რომ ივანიშვილი წარადგენს და თუ გავითვალისწინებთ მის საკადრო გემოვნებას და იმასაც, თუ როგორი კადრები წამოწია წარსულშიბწინ, კარგს არაფერს უნდა ველოდეთ.
ასე რომ, დიდი ალბათობით, აუდიტის სამსახურის უფროსი იქნება ადამიანი, რომელიც არც მთავრობას უნდა, არც პარლამენტს, არც პარტიას, მაგრამ იძულებული იქნებიან მაინც აქონ და გენიოსად წარმოაჩინონ. ამიტომ ვამბობ, რომ პარლამენტს, როგორც დარგის კურატორს მორიგი ჩამოპლინტუსება ელოდება.
მთავრობასაც, პარტიასაც, მის ხელმძღვანელსაც და ხელმძღვანელობასაც.

banner
წინა სტატიაშილია ელიავას და ოთარ კობერიძის ქალიშვილი ნანა კობერიძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადათო გოჩავა: თბილისიდან სარკინიგზო ხაზის “ამოჭრა”გამორიცხულია