ვიქტორ მომისმინე, იცი რა ხდება მარიუპოლში? ამ დროს კი შენ სანქციებზე, რუსეთთან ვაჭრობაზე, სამხედრო დახმარებაზე მარჩიელობ – ზელენსკი უნგრეთის პრემიერს

მადლობელი ვარ ევროკავშირის, თითოეული თქვენგანის, თქვენი ერთიანობისთვის. თქვენ დააწესეთ სანქციები, ეს ძალიან კარგი გამოძახილი იყო. თუმცა, ეს ცოტა დაგვიანებით მოხდა – უკრაინაში რუსეთის ერთთვიანი ომის უმძიმეს შედეგებზე ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს წევრებს მიაწოდა.

უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ პარტნიორებს მისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ზელენსკი ამბობს რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი უმოკლეს ვადაში უნდა გახდეს და ევროპელებს ურჩევს გადაწყვეტილების მიღება არ დააგვიანონ. მისი შეფასებით სანქციები უფრო ადრე რომ დაეწესებინათ, რუსეთი უკრაინაში სასაკლაოს არ მოაწყობდა.

სანქციები ცოტა უფრო ადრე რომ ყოფილიყო, რუსეთი ამ სასაკლაოს არ მოაწყობდა, ეს ჩვენზე უკეთესად არავინ იცის. ჩრდილოეთ ნაკადი 2 დაბლოკეთ, რისთვისაც მადლობლები ვართ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, ესეც ცოტა დაგვიანებით მოხდა. თავის დროზე რომ დაბლოკილიყო, რუსეთი ბუნებრივი აირის კრიზისს ვერ შექმნიდა, ამის შანსი იყო. ახლა კი ჩვენ ერთად ვემზადებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის – აქ კი, ახლა გთხოვთ, არ დაიგვიანოთ! თქვენ ყველამ დაინახეთ რა შეგვიძლია, რას ვაკეთებთ, ამიტომ უკრაინა ევროკავშირის წევრი უმოკლეს ვადაში უნდა გახდეს, ამის შესაძლებლობა გაქვთ, ჩვენ კი ამის შანსი გვაქვს.

ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, საფრანგეთი – ემანუელ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მხარს დაგვიჭერ ამ საკითხში. სლოვენია მხარს გვიჭერს, ჩეხეთი, რუმინეთი. რუმინეთმა იცის ერთიანობა ამიტომ გადამწყვეტ მომენტში მხარს დაგვიჭერს, ბულგარეთი მხარს გვიჭერს, საბერძნეთი მჯერა, რომ ჩვენს გვერდითაა და გერმანია – ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. პორტუგალიაც, პრაქტიკულად ჩვენს გვიჭერს მხარს, ხორვატიაც, შვეიცარია და უკრაინა ყოველთვის ერთად უნდა იყვნენ, ფინეთი მხარს გვიჭერს, ჰოლანდიასთან საერთო ენას ყოველთვის ვიპოვით, იმედი მაქვს რომ მალტაც გვერდში დაგვიდგება, დანიაც, ლუქსემბურგს და უკრაინას ერთმანეთის ესმის. კვიპროსი – ძალიან მჯერა, რომ ჩვენს გვერდით ხართ, იტალია, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ესპანეთთან საერთო ენას ყოველთვის ვიპოვით. ბელგიასთან არგუმენტებს დავასახელებთ, ავსტრია – უკრაინელებთან ერთად ეს თქვენთვისაც შესაძლებლობა იქნება. ირლანდია პრაქტიკულად ჩვენს გვერდით დგას. უნგრეთიც. მინდა აქ შევჩერდე, და მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ მივმართავ – თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვის მხარეს დადგებით, თქვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხართ. ბუდაპეშტში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ჩემი უსაყვარლესი ადგილია. ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტრაგიკული მომენტი გქონდათ, ვიქტორ, მომისმინე, იცი რა ხდება მარიუპოლში? გევედრები, თუ შეგიძლია დუნაის სანაპიროზე ჩადი, და შეხედე დაღუპულთა მემორიალს და მიხვდები, როგორ შეიძლება მასიური მკვლელობები განმეორდეს და ამას დღეს რუსეთი აკეთებს, ზუსტად იგივეს მარიუპოლში. იქაც ზუსტად ისეთივე ადამიანები არიან – ბებიები და ბაბუები და მსგავსი ათასობით ადამიანი და ათასობით კიდევ უკვე დაღუპულია. ამ დროს კი შენ სანქციების დაწესებაზე, რუსეთთან ვაჭრობაზე, სამხედრო დახმარების გატარებაზე მარჩიელობ – მარჩიელობის დრო აღარ არის. ახლა გადამწყვეტი ნაბიჯების დროა, გვჯერა თქვენი და თქვენი დახმარება გვჭირდება. ჩვენ გვჯერა უნგრელების, გვჯერა ევროკავშირის და მჯერა რომ გადამწყვეტ მომენტში გერმანია ჩვენს გვერდით იქნება. ” თქვა ზელენსკიმ

banner
წინა სტატიაშივეფხვი სახელად “პუტინი” გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„როიტერი“ – აშშ-ის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული ავტომატური დამიზნების მქონე რაკეტების 60 პროცენტი წარუმატებელია