ვიქტორ დოლიძემ სამომავლო გეგემაბზე ისაუბრა

ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

საკუთარი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა ,,თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა და ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ პარლამენტში.

„ჩვენ დიდ ყურადღებას დავუთმობთ მოლოდინების მართვას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რაზე გვაქვს საუბარი; ზუსტად უნდა იცოდნენ, რატომ ნატო და ევროკავშირი და რატომ არა, მაგალითად ევრაზია. რეალურად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ცნობიერების ამაღლება აქამდეც იყო და იქნება სამომავლოდაც თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი სფერო და ამის გაძლიერებას ვაპირებთ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისივე თქმით, სამინისტრო სუმთავრესი პრიორიტეტი იქნება სტრატეგიული კომუნიკაცია, რათა გააცნონ მოსახლეობას დასავლეთთან პარტნიორობის მნიშვნელობა.

„ჩემი აზრით, სტრატეგიულ კომუნიკაციაში პარლამენტის ჩართვაც უმნიშვნელოვანესი იქნება. ჩვენ შეგვიძლია ერთად ან ცალ-ცალკე ვიაროთ რეგიონებში და მივიტანოთ მოსახლეობამდე ინფორმაცია იმ სიკეთეების შესახებ, რასაც ქვეყანას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოუტანს“, – დასძინა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საქართველოში არ დარჩება არც ერთი რაიონი, სადაც უშუქოდ დარჩენილი მოქალაქეები გვეყოლება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გიგი გიგიაძე დანიშნა