კახა კალაძე: საქართველოში არ დარჩება არც ერთი რაიონი, სადაც უშუქოდ დარჩენილი მოქალაქეები გვეყოლება

ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, სოფლების გაზიფიცირების პროექტი გაგრძელდება.

როგორც პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, გაზიფიცირებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარია გამოყოფილი.

„2020 წლის ბოლომდე, დამატებით 200 000 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. განხორციელდება ახალი სოფლების გაზიფიცირების პროექტი. დაახლოებით, 20 მლნ ლარია მომავალი წლისთვის ბიუჯეტში ჩადებული, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ და თქვენთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი რაიონები იქნება პრიორიტეტული. ასევე, საქართველოში არ დარჩება არც ერთი რაიონი, თემი თუ რეგიონი, სადაც ჩვენ უშუქოდ დარჩენილი მოქალაქეები გვეყოლება“, – განაცხადა კალაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიანგელა მერკელმა გერმანიაში თავშესაფარი ვერ მიიღო
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძემ სამომავლო გეგემაბზე ისაუბრა