ვიქნებით მობილიზებულები – 5 ივლისის აქციის ორგანიზატორი ოპოზიციას

5 ივლისის აქციის ორგანიზატორი და “ალტ ინფოს” დამფუძნებელი ოპოზიციას ემუქრება და ქუჩაში გამოსვლას მხარდამჭერებთან ერთად აანონსებს. კოკა მორგოშია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ულტიმატუმს უყენებს და ამბობს, რომ თუ ხვალ ხელისუფლების ოპონენტები სახელმწიფო უწყებებზე შტურმს მიიტანენ, მათ წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ.

რადიკალური დაჯგუფების ლიდერმა მხდარმჭერების მობილიზება უკვე დაიწყო.

“ნაციონალები” აპირებენ ხალხის საკმაოდ დიდი მასის მობილიზებას და აპირებენ სხვა და სხვა პროვოკაციებს, ისეთებს, როგორიც არის ადმინისტრაციული შენობების დაკავება და შტურმი. ჩვენ ვიქნებით, უბრალოდ, მობილიზებულები, გვაქვს რამდენიმე დღეა კომუნიკაცია, რამდენიმე ათასი კაცია, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში, საათნახევარში, დათქმულ ადგილას გაჩნდნენ. ხვალინდელ აქციას მართავს “ნაციონალური მოძრაობა” და აგრესია იქნება თუ რა იქნება, ეს უნდა ჰკითხოთ მათ. 5 ივლისს რაც მოხდა, თავიდან ბოლომდე “ნაციონალური მოძრაობის” და იმ 15 პოლიტიკური ძაილს და მთ შორის, მედიისსაშუალებების დანაშაულია. მედიასაშუალებების ძალიან დიდი წვლილია 5 ივლისს რცა მოხდა, იმაში, – ამბობს მორგოშია.

“ალტ ინფოს” დამფუძნებლის განცხადება მუქარად აღიქვა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ხვალინდელი აქცია მშვიდობიანი იქნება და სახელმწიფო უწყებებზე შტურმი არ იგეგმება. მათი თქმით, მორგოშიას უკან “ქართული ოცნება” დგას და სწორედ მის ნარატივს ასრულებს ახლა “ალტ ინფოს” დამფუძნებელი.

როდესაც საუბრობს მორგოშია, საუბრობს, რელაურად “ქართული ოცნება” და “ქართული ოცნება” გეგმავს და იმუქრება ე.წ. კონტრაქციებით, იმიტომ, რომ მას არ აქვს რეალური პასუხები იმაზე, რა საკითხებსაც ჩვენ ვსვამთ. ჩვენი აქცია იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი, მაგრამ იქნება ძალიან მწვავე და რასაც ვგეგმავთ არის მხოლოდ ის, რომ მივაძღწიოთ მოთხოვნების შესრულებას. გვინდა, რომ ქვეყნის მმართველობაში ხალხის ნება იყოს ასახული და უმცირესობის დიქტატი არ იყოს უმრავლესობაზე და გვინდა, რომს აააკშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფიზიკურად გადარჩეს და არ მოკლან ციხეში, – ამბობს ენმ-ს წევრი, ნიკა ობოლაძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაანაცვლოს