პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაანაცვლოს

პაატა ბურჭულაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და აცხადებს, რომ მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაანაცვლოს.

როგორც ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, ის მზად არის, საქართველოში ჩამოვიდეს.

„ყველაფერს აქვს საზღვარი, ამის მოთმენა აღარ შეიძლება, მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. „ქართულო ოცნებავ“, ყველაფერში არღვევთ კანონებს: ითვისებთ წაგებულ არჩევნებს, იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ. გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება, ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში. მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება. უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში. ამით თქვენ ორ დიდ საქმეს გააკეთებთ: საქართველოს არ შეიყვანთ ველურ ქვეყნების სიაში და ძალიან ასიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილს. მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება, რომლებსაც ვერ იტანს“, – წერს ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

წინა სტატიაშივიქნებით მობილიზებულები – 5 ივლისის აქციის ორგანიზატორი ოპოზიციას
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიასთან დეპუტატები იმყოფებიან