ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

დემოკრატიის სამიტზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 9-10 დეკემბერს გამართავს, მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაური დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ სამიტს, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მიწვეული ქვეყნის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

სამიტის დღის წესრიგში მსოფლიოში დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევები იქნება.

banner
წინა სტატიაშიჩხაიძე – დეკემბერი-იანვარი პანდემიის მიმდინარეობისას ყველაზე მძიმე ორი თვე იქნება, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს
შემდეგი სტატიავიქნებით მობილიზებულები – 5 ივლისის აქციის ორგანიზატორი ოპოზიციას