ვიოლეტა ინასარიძე: ვადასტურებ, გამზადებული შპრიცი, ბარძაყზე გაკეთდა, მაშინვე, ადრენალინი, 0,5 გრამი

ახალციხის კლინიკა “იმედის” ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 27 წლის მედდას პირველადი დახმარება აღმოუჩინა აცხადებს, რომ რეალიმატოლოგი მაშინვე გამოიძახეს, პაციენტს კი ადრენალინი გაუკეთეს.

მისი თქმით, ქალს გული რამდენჯერმე გაუჩერდა, მისი ამუშავება ადგილობრივმა ექიმებმა მოახერხეს და მეგი ბაქრაძე რანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

“მშვენივრად იყო, ინტერვიუც ჩაიწერა, 25 წუთში შეუძლოდ გახდა, ზოგადი სისუტე და რაღაც ქავილი, თითქოს მექავებაო. მაშინვე, ამას ვადასტურებ, გამზადებული შპრიცი, ბარძაყზე გაკეთდა, მაშინვე, ადრენალინი, 0,5 გრამი. გავუკეთეთ კათეტერიზაცია და ჩატარდა დესენსიბილაციის პრეპარატები, დიმედროლი, სუპრასტინი”, – თქვა ექიმმა, ვიოლეტა ინასარიძემ.

ექიმი აცხადებს, რომ აცრამდე მეგი ბაქრაძემ სპეციალური კითხვარი შეავსო და მას არ უთქვამს ექიმებისთვის, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. მისი თმით, არანაირი გამონაყარი არ შეუნიშნავს, ვაქცინის გაკეთებამდე კი ყველას პირველ კითხვად ებნებიან თავს ცუდად ხომ არ გრძნობს.

ოჯახი პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებს. ისინი ეჭვობენ, რომ პაციენტს შესაბამისი ყურადღება არ მიაქციეს და თბილისში გადაყვანამდე ის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებას ადგილობრივი საავადმყოფო კატეგორიულად უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა “იმედში” 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

banner
წინა სტატიაშირას გვაძალებთ კაცო, სიკვდილს? – მეუფე სპირიდონის ქადაგება (video)
შემდეგი სტატიაპარტია “ევროპული საქართველო” განცხადებას ავრცელებს