რას გვაძალებთ კაცო, სიკვდილს? – მეუფე სპირიდონის ქადაგება (video)

სხალთელი ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მორიგი ანტივაქსერული ქადაგება. სასულიერო პირი ამბიონიდან მრევლს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრების შესახებ ესაუბრება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს მოქალაქეებს რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ვაქცინაციამ დროთა განმავლობაში:

რა პასუხს გვცემს ჩვენ ხელისუფლება რომელიც მოუწოდებს ვაქცინაციას და ინფორმაცია გვაქვს, რომ აძალებენ უკვე და სამსახურიდნ გაგდებით ემუქრებიან. რა შედეგი ექნება ამ ვაქცინაციას 6 თვის, 1 წლის შემდეგ? გაქვთ ამის პასუხი? არ გაქვთ. რას გვაძალებთ კაცო, სიკვდილს?” ამბობს მეუფე სპირიდონი.

მისი თქმით, მსოფლიოში კოვიდ 19-ით 3 მილიონამდე ადამიანია გარდაცვლილი, ვაქცინაციამ კი შესაძლოა გაცილებით მასშტაბური სიკვდილიანობა გამოიწვიოს.

 

https://youtu.be/TMnxD3Kvdc8

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბენდელიანი: სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება
შემდეგი სტატიავიოლეტა ინასარიძე: ვადასტურებ, გამზადებული შპრიცი, ბარძაყზე გაკეთდა, მაშინვე, ადრენალინი, 0,5 გრამი