ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ უნდა მიბაძოს „ოცნების” მაგალითს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილებას სწორი მიმართულებით გადადგმულ სწორ ნაბიჯად აფასებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი “ტვიტერზე” წერს.

„კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზაობას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს მაგალითს. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც შესამუშავებელია. ევროკავშირი კვლავ მზად არის ამაში დასახმარებლად“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, “ქართული ოცნება” მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ “ქართული ოცნება” შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: დოკუმენტს, რომელშიც ვადამდელი არაა და პოლიტპატიმრები ბუნდოვანია, ხელს არ მოვაწერთ
შემდეგი სტატიაცხოველი, რომლის გადასარჩენად მაშველები გამოიძახეს, კრუასანი აღმოჩნდა