ბოკერია: დოკუმენტს, რომელშიც ვადამდელი არაა და პოლიტპატიმრები ბუნდოვანია, ხელს არ მოვაწერთ

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შემდგარ დოკუმენტს ხელს არც ახლა მოაწერენ, რადგან მასში ვადამდელი არჩევნების შესახებ საკითხი არ არის, ხოლო პოლიტპატიმრების საკითხი ბუნდოვანია.

გიგა ბოკერიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკავაძის სიტყვები თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გაუგებარი, ბუნდოვანი და არალოგიკურია.

“ამ წნეხის ქვეშ ოცნებამ უკან დაიხია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისად. პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტიდან 3 პუნქტზე რომ შეჯერდა პოზიციები, ეგ გასაგებია, მაგრამ არის 2 პუნქტი, რომლებზეც ჯერ შეჯერებული არ არის. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ისინი არიან თავისუფლები და პოლიტიკური დევნა შეწყდა, ამაზე არაფერი უთქვამს და ბუნდოვანი იყო ბატონი თალაკვაძე. ვადამდელ არჩევნებზე. აქ უნდა დავუშვათ პირველად შესაძლებლობა, რომ ვადამდელ არჩევნებზე უნდა შევთანხმდეთ, ოღონდ გაუგებარი, ბუნდოვანი და აბსოლუტურად არალოგიკური ტექსტი ახსენა 40%-ის აღების მმართველი პარტიის მხრიდან”, – თქვა ბოკერიამ “პალიტრანიუსის” ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, “ქართული ოცნება” მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ “ქართული ოცნება” შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: პირდაპირ გეუბნებით, ამ დოკუმენტს არ ექნება ჩემი ხელმოწერა
შემდეგი სტატიავიოლა ფონ კრამონი: საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ უნდა მიბაძოს „ოცნების” მაგალითს