,,ვინც თავს აიმაღლებს, იგი დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება”

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

ვინც თავს აიმაღლებს, იგი დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, იგი ამაღლდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

მისი თქმით, სიმდაბლე და საკუთარი ცოდვების განცდა არის გზა სასუფეველისკენ. “ვინც არ იმაღლებს თავს, იგი დამდაბლდება, ვინც დაიმდაბლებს თავს, იგი ამაღლდება. სიმდაბლე და განცდა თვისა ცოდვათა არის გზა სასუფეველისკენ. შევთხოვ უფალს, მოგვანიჭოს სიმდაბლე, რათა ავიდეთ ამ სრულყოფილ კიბეზე და გავხდეთ ღირსნი სასუფეველისა”, – ბრძანა პატრიარქმა.

მანვე მეზვერისა და ფარისევლის მაგალითიც მოიყვანა. “დღეს იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირეული. სახარებაში წერია, რომ ტაძარში შევიდა ორი ადამიანი – მეზვერე და ფარისეველი. ფარისეველი დადგა წინ, მეზვერე კი – უკან. მეზვერე გრძნობდა თავის ცოდვებს, ხოლო ფარისეველი ამბობდა – მადლობ შენ უფალო, რომ მე არ ვარ ისეთი, როგორიც სხვა ადამიანები და ავაზაკები არიანო, კვირაში ორჯერ ვმარხულობ და შესაწირავს გავცემო. მეზვერე, რომელიც გადასახადს კრეფდა ხალხისგან, გრძნობდა თავის დანაშაულს, ძალიან ხშირად ზედმეტსაც ართმევდა ხალხს. მაცხოვარი ამბობს, რომ მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი”, – ბრძანა პატრიარქმა.

წყარო:interpressnews.ge

banner
წინა სტატიაში“თეთნულდი” იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში
შემდეგი სტატიაფიჯიზე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერმა შტორმმა 5 ადამიანი იმსხვერპლა