“ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს” – პატრიარქის საახალწლო მილოცვა

საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ეწვი

ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საახალწლო მილოცვისას განაცხადა.

„ჩვენო სულიერო შვილებო, ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას. გვიფიქრია იმაზე, რა არის ბედნიერება? პასუხს გვაძლევს თვით უფალი 10 მცნებაში – პატივი ეც მამასა შენსა და დედას შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. ვაკეთოთ სიკეთე, დავინახოთ გაჭირვებული ადამიანი და დავეხმაროთ მას. ერთ ადამიანს უთქვამს – ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს. ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ. გლოცავთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკინისამდე ამინ“, – ბრძანა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშისენატორი ლინდსი გრემი: ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენი პრემიერ-მინისტრის ძალისხმევამ, ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია1 იანვრიდან გადასახადები გაიზარდა