სენატორი ლინდსი გრემი: ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენი პრემიერ-მინისტრის ძალისხმევამ, ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით

news
ავტ.: news იანვარი 2, 2017 11:57

სენატორი ლინდსი გრემი: ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენი პრემიერ-მინისტრის ძალისხმევამ, ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით

თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრი ლინდსი გრაჰამი აცხადებს, რომ ბიზნესის ზრდასთან ერთად, ქვეყანაც უნდა განვითარდეს.

ამის შესახებ მან თბილისის ტექნოლოგიურ პარკში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკელ სენატორებს უმასპინძლა.

„მე გახლავართ სენატორი გრემი სამხრეთ კაროლინადან, სადაც ძალიან თბილა. მე და ინოვაცია სრულიად შეუთავსებლები ვართ, თუმცა თავისუფლების გარეშე არ არსებობს ინოვაცია. ამდენად, ჩემი რჩევა იქნება – ბიზნესის ზრდასთან ერთად, ქვეყანაც უნდა განვითარდეს. დემოკრატიის სტანდარტები მოითხოვს ხალხის მონაწილეობას. ძალიან შთამბეჭდავია თქვენი პრემიერ-მინისტრის მცდელობები ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით. მე სენატორ მაკკეინთან ერთად წინათაც ბევრჯერ ყოფილვარ საქართველოში – ის საქართველოს მხარდაჭერის კუთხით კონგრესის ჩემპიონია. ისინი, ვინც თავისუფლებას აფასებენ, აფასებენ საქართველოს. გილოცავთ ახალ წელს”, – აღნიშნა სენატორმა ლინდსი გრაჰამმა.

თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები – ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრაჰამი და ემი კლობუჩარი თბილისის ტექნოლოგიურ პარკს გუშინ ესტუმრნენ.

news
ავტ.: news იანვარი 2, 2017 11:57

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics