ვინც ხმას მისცემს ზურაბიშვილს, უარს იტყვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე – სალომე სამადაშვილი

„დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჰააგაში ქართული მხარის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. ოპოზიციის წევრი იუსტიციის მინისტრის იმ სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა. თეა წულუკიანი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეების პასუხისგებაში მიცემის მოლოდინშია.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატისთვის არჩევნებზე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარის თქმას ნიშნავს.

„წულუკიანმა დადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჰააგაში დადგეს ქართული მხარის პასუხისმგებლობის საკითხი და დამნაშავედ ცნონ საქართველოს ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო პირები, ეს არის პირდაპირ უარის თქმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე. სალომე ზურაბიშვილის არჩევა არის ხელისუფლების გეგმის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ 28-ში ვინც ხმას მისცემს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ამით უარს იტყვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისხეულის დამწვრობები და ტრავმული დაზიანებები – ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატია„ეს გადაწყვეტილება არღვევს საქართველოს კანონმდებლობას”-მესამე სექტორი არჩევნების თარიღის განსაზღვრას ეხმაურება