სხეულის დამწვრობები და ტრავმული დაზიანებები – ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათშორის არის 6 წლის ბავშვიც. პაციენტები დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. მათ სხეულის დამწვრობის გარდა, მიღებული აქვთ სხვადასხვა ტრავმული დაზიანებები.

“სამივე დაშავებულის მდგომარეობა არის საკმაოდ სერიოზული. სამივე მათგანი არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ოჯახის წევრებთან გვაქვს საქმე. ბაბუა, შვილი და შვილიშვილი. მათი ასაკია 44 წლის, 24 წლის და 6 წლის. სხვადასხვა მიდამოს საკმაოდ სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ. შესაბამისად 75%, 55% და 12% გარდა დამწვრობისა აღენიშნებათ დამწვრობითი შოკი და ტრავმული დაზიანება. მათ დაზიანება მიიღეს გაზია აფეთქების შედეგად,“-განაცხაა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ.

აფეთქება ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის სამი სართული დააზიანა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია : სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
შემდეგი სტატიავინც ხმას მისცემს ზურაბიშვილს, უარს იტყვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე – სალომე სამადაშვილი