ვინ იყო ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე და რა კავშირი ჰქონდა მას იუსტიციის მინიტრთან

news
ავტ.: news სექტემბერი 2, 2016 17:14

ვინ იყო ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე და რა კავშირი ჰქონდა მას იუსტიციის მინიტრთან

მნიშვნელოვანი

  • სოსო ჯოხაძის სახელი რამდენიმე წლის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სახელს დაუკავშირდა. 2013 წელს "თავისუფალმა ზონამ" გაავრცელა ფოტოები, რომელზეც წულუკიანი ჯოხაძესთან ერთად არის გადაღებული. მაშინ გავრცელებულ ფოტოებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ სოსო ჯოხაძის სახელს გასულ წლებში არაერთი გახმაურებული დანაშაული უკავშირდებოდა, მათ შორის 2001 წელს სასტუმრო "საქართველოსთან" მომხდარი კრიმინალური გარჩევა, რომლის დროსაც ორმხრივი სროლისას სამი ახალგაზრდა დაიჭრა.

სხვა სტატიები

14233045_174085726357647_5312694196162014121_nსოსო ჯოხაძის სახელი რამდენიმე წლის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სახელს დაუკავშირდა. 2013 წელს “თავისუფალმა ზონამ” გაავრცელა ფოტოები, რომელზეც წულუკიანი ჯოხაძესთან ერთად არის გადაღებული. მაშინ გავრცელებულ ფოტოებზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ სოსო ჯოხაძის სახელს გასულ წლებში არაერთი გახმაურებული დანაშაული უკავშირდებოდა, მათ შორის 2001 წელს სასტუმრო “საქართველოსთან” მომხდარი კრიმინალური გარჩევა, რომლის დროსაც ორმხრივი სროლისას სამი ახალგაზრდა დაიჭრა.

კანდელაკის ინფორმაციითვე, ჯოხაძე 2006 წელს, “ციხის ბუნტის” დროს ის იყო ე.წ. კრიტის ე.წ. მაყურებელი და “ციხის ბუნტის” ერთ-ერთი ორგანიზატორი.

მოგვიანებით, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის კრიმინალებთან არ მეგობრობს და ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ეს ფოტო არის ამოჭრილი დიდი ფოტოდან, სადაც ჩვენი მონაზონის სულიერი შვილები ვიყავით ჩაის დასალევად შეკრებილი. მე დღესაც “ვიძიებ”, თუ საიდან მოხვდა ეს დაჭრილი ფოტო იქ, სადაც მოხვდა, და ამაზე ცალკე გადაცემა იქნება, ალბათ, საჭირო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ძმები ჯოხაძეების სახელი 2004 წელს ვაკის საცურაო აუზთან მომხდარ ტრაგედიაშიც ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, პლეხანოველ და საბურთალოს საძმოებს შორის დაპირისპირების გამო საცურაო აუზთან ცოლ ქმარი ჩაცხრილეს. 2004 წელს სამართალდამცველები ამბოდნენ, რომ მკვლელობა ჯოხაძეებზე შურისძიების მიზნით მოხდა

რაც შეეხება სოსო ჯოხაძის ძმას, ის ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ჯოხაძეა, რომელიც ოთხჯერაა ნასამართლევი. ის შსს-მ 2013 წლის 13 აგვისტოს დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის
უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, დაკავებისას მან პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მისი კუთვნილი “აუდის” მარკის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი “ზიგზაუერი”, 3 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

news
ავტ.: news სექტემბერი 2, 2016 17:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,627
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics