აილან კურდის ტრაგიკული სიკვდილიდან ერთი წელი გავიდა

ერთი წლის წინ , თურქეთის სანაპიროზე გამორიყული 3 წლის სირიელი ბავშვის ფოტომ მსოფლიო შეძრა. პატარა აილან კურდი სირიიდან ომს 35 წლის დედასთან, 5 წლის ძმასთან და მამასთან ერთად გამოექცა. ისინი ევროპაში ჩასვლას, შემდეგ კი კანადაში წასვლას გეგმავდნენ.
სამწუხაროდ ნავი რომლითაც კურდების ოჯახი ევროპაში შესვლას ცდილობდა ჩაიძირა. კურდების ოჯახის სამივე წევრი კი დაიღუპა. ცოცხალი მხოლოდ ოჯახის უფროსი, აბდულა კურდი გადარჩა, რომელიც ახლა ერაყში ცხოვრობს.ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, აბდულა ევროპას თხოვნით მიმართავს, მიგრანტებისთვის კარი ღია დატოვოს. მისი თქმით, კვლავ აქვს იმედი, რომ მსოფლიო ლიდერები სირიაში ომს შეაჩერებენ.
BBC-სთან ინტერვიუში აბდულამ განაცხადა, რომ ოჯახზე მუდმივად ფიქრობს, თუმცა განსაკუთრებით მძიმეა 2 სექტემბერი.
„ყოველდღე მათზე ვფიქრობ, მაგრამ დღეს ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ჩემთან მოვიდნენ და ერთად გვეძინა. ეს ცუდად მხდის.
თავიდან მსოფლიო აღშფოთდა და მიგრანტების დახმარება მოინდომა, მაგრამ ეს ერთ თვეზე მეტხანს არ გაგრძელებულა. ვითარება კი გაუარესდა. ომი გამწვავდა და სირიას ახლა უფრო მეტი ადამიანი ტოვებს.
იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს ყველა ლიდერს შეუძლია სცადოს და ომები შეაჩეროს, ისე, რომ ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ“ – განაცხადა აბდულამ.
ტრაგედიის შემდეგ, ოჯახის ერთადერთმა გადარჩენილმა წევრმა ცოლ-შვილის ცხედარი უკან,სირიაში, კობანში გადაასვენა და იქ დაკრძალა.

banner
წინა სტატიაშივინ იყო ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე და რა კავშირი ჰქონდა მას იუსტიციის მინიტრთან
შემდეგი სტატიასომხური მხარის განმარტებით, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეხვედრია