ვინ იჯდა და ვის ეკუთვნის ირანში ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავი?

თურქული მედიის ცნობით, რამდენიმე საათის უკან ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავი C-TRB Challenger-ი, თურქული ,,ბაშარან ჰოლდინგის,, საკუთრება იყო და მის ბორტზე დაახლოებით 10 პირთან ერთად, ჰოლდინგის მფლობელის, ჰუსეინ ბაშარანის ქალიშვილი- მინა ბაშარანიც იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის მინა ბაშარანი, ჰუსეინ ბაშარანის ერთადერთი ქალიშვილია, რომელიც მამის ჰოლდინგში დირექტორთა საბჭოს წევრი იყო და რომელსაც თურქეთში ნიჭიერ და პერსპექტიულ საქმიან ქალად იცნობდნენ.
შეგახსენებთ, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან სტამბულში მიმავალი კერძო კომპანიის კუთვნილი თურქული თვითმფრინავი, რომლის ბორტზე სავარაუდოდ 11 ადამიანი იმყოფებოდა, ირანის ტერიტორიაზე, ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა და დაიწვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილს ,,თაიმერი” შემთხვევით არ უხსენებია -სტატია, რომელსაც სამთავრობო ცვლილებები მოჰყვა
შემდეგი სტატიასოხუმში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მიზეზი ბავშვის გამო უთანხმოება გახდა