“ვინ გაწვდით ამ ინფორმაციას? – დავით გრიგორიანს თავში არა ტყვიით, არამედ ბლაგვი საგნით აქვს დაზიანება” – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 46 წლის დავით გრიგორიანს, რომელიც “გავრილოვის სისხლან” ღამეს მძიმედ დაშავდა თავში არა ტყვიით, არამედ ბლაგვი საგნით აქვს დაზიანება მიღებული.
ცნობისთვის, გრიგორიანი რამდენიმე დღის მანძილზე კომაში იმყოფებოდა.

გახარიას განცხადებით, “ზოგიერთს ძალიან სურდა, რომ უფრო მძიმე შედეგით დასრულებულიყო ყველაფერი, თუმცა, ექიმების წყალობით, ეს ასე არ მოხდა”.

“ვინ გაწვდით ინფორმაციას, მას ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი. მას არ აქვს დაზიანება ნასროლი ტყვიით. დავით გრიგორიანს ტყვიით მიყენებული დაზიანება არ აქვს. როცა ვიღაც საუბრობს დათვის და კიდევ რაღაც ტყვიებზე, ეს არის სიცრუე. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი”, – თქვა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, “გრიგორიანმა როდის, სად და რა პირობებში მიიღო ეს დაზიანება, არის გამოძიების საგანი”.

banner
წინა სტატიაში“იმ ნაწილში რომ იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება”- გახარია “გავრილოვის სისხლიან ღამეზე”
შემდეგი სტატიაგახარიას პოზიცა – 26 მაისი სადამსჯელო ღონისძიება იყო, 20 ივნისი – მოგერიება