“იმ ნაწილში რომ იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება”- გახარია “გავრილოვის სისხლიან ღამეზე”

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ მას “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან კომუნიკაცია ჰქონდა.

გახარია ირწმენაბა რომ აქციის დარბევის შესახებ ივანიშვილმა წინასწარ არაფერი იცოდა.
“ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პარტიის თავმჯდომარე და რა თქმა უნდა მე ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მქონდა რაც გამოვხატე. იზიარებს გარკვეულ ნაწილში, თუმცა გარკვეულ ნაწილში არ იზიარებს. გარდა პარტიულისა ჩვენი ძირითადი მოვალეობა დავიცვათ კონსტიტუცია და კანონმდებლობა. იმ ნაწილში რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება ბატონი ივანიშვილი გვეთანხმება. თუმცა ის, როგორც ჩვენ გარკვვეულ ნაწილში ხედავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში იყო კონკრეტული გადაცდომები, რაც მკაცრად არის გამოსაძიებელი”- თქვა გახარიამ.

banner
წინა სტატიაში“გაფრთხილება იყო ოთხჯერ, ყველგან, მედიაში” – გახარია
შემდეგი სტატია“ვინ გაწვდით ამ ინფორმაციას? – დავით გრიგორიანს თავში არა ტყვიით, არამედ ბლაგვი საგნით აქვს დაზიანება” – შს მინისტრი