ვინ არის ქართველი, რომელიც მოსკოვში Crocus City Hall-ში იმყოფებოდა?

ქართველი სოფიკო კვირიკაშვილი კროკუსზე „პიკნიკის“ კონცერტზე იმყოფებოდა, როცა ეს ტრაგიკული მოვლენები მოხდა.

„შესაძლოა, ჩვენ გადაგვარჩინა იმან, რომ სცენიდან (ავარიული გასასვლელი) გავედით და არა დარბაზიდან“, – გვითხრა სოფიკომ. – წერს გვერდი – „მოსკოვი- თბილისი“შეგახსენებთ, რომ კროკუსის შენობაში ნიღბიანმა უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ხალხს. სროლა დაიწყო მუსიკალური ჯგუფის, “პიკნიკის” გამოსვლამდე. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს!

პ.ს სოფიკომ ეს ფოტო ტრაგედიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოაქვეყნა.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 60 ადამიანია დაღუპული.

წყარო

banner
წინა სტატიაშირუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორისტულ აქტში მონაწილეთა სია გამოაცხადა
შემდეგი სტატიამოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო