” ვინ არიან ჩემი შვილის მკვლელები?” – სარალიძე გახარიას, წულუკიანს და შოთაძეს მიმართავს

საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე, სადაც დღეს შს მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და ყოფილ მთავარ პროკურორს გამოკითხავენ, მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე წულუკიანს, გახარიას და შოთაძე მიმართავს კითხვით – ვინ მოკლა მისი შვილი. სარალიძე ფიქრობს, რომ მათ ბევრი დეტალი იციან, რაც ამ დრომდე არ გასაჯაროებულა:

“ძირითადი და მთავარი კითხვა, არა მარტო მაგ სამ პიროვნებასთან, არამედ ნებისმიერ ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ეს არის – ვინ არიან ჩემი შვილის მკვლელები. საზოგადოება თვითონ ხედავს ვინ რა დააშავა პროკურატურიდან, შს სამინისტროდან თუ თუნდაც ექსპერტებიდან. ფაქტობრივად ნათელია ვინ რა წვლილი შეიტანა ამ საქმის გაფუჭებაში,“-აცხადებს ზაზა სარალიძე

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება კოჯრის სამხედრო ბაზაზე – დაჭრილი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიათეოლოგები სინოდის საგამოძიებო კომისიის შექმნას ეთანხმებიან