თეოლოგები სინოდის საგამოძიებო კომისიის შექმნას ეთანხმებიან

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე სინოდის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

თეოლოგები მსგავს პრეცედენტს ვერ იხსენებენ, თუმცა მათი ნაწილი მიტროპოლიტის ინიციატივას ეთანხმება. სპეციალისტები საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად მნიშვნელოვან საკითხზე კომისიის შექმნას მართებულად მიიჩნევენ.

„სასამართლოს მიერ გამოტანილმა ვერდიქტმა დატოვა ძალიან ბევრი კითხვა. აუცილებელია, რომ დაიწყოს პროცედურები, კომისიის უფლებამოსილება განისაზღვროს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც კომისია გარკვეულწილად შეზღუდული იქნება, იმიტომ, რომ საკითხავია იგივე ჯარჯი წიკლაური მიიღებს თუ არა ამ კომისიის ფორმატში მონაწილეობას და გასცემს თუ არა ის პასუხებს კომისიის წევრების კითხვებს,“-აცხადებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაში” ვინ არიან ჩემი შვილის მკვლელები?” – სარალიძე გახარიას, წულუკიანს და შოთაძეს მიმართავს
შემდეგი სტატია“მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი“ – შოთაძე პარლამენტში მივიდა