ვიმედოვნებთ, ევროპელი ლიდერები არ კონცენტრირდებიან უკრაინაში იარაღის შეტანაზე – პესკოვი

“კრემლი იმედოვნებს, რომ ევროპელი ლიდერები კიევში მიმდინარე შეხვედრაზე არ კონცენტრირდებიან უკრაინაში იარაღის შეტანაზე – ამბობს კრემლის პრესსპიკერი პესკოვი. მისი თქმით, “ეს [იარაღის შეტანა] გააგრძელებს ხალხის ტანჯვას”

როგორც პესკოვმა, რუსეთის სამთავრობო მედიასთან განაცხადა კრემლი იმედოვნებს, რომ ევროპელი ლიდერები შეხვედრას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ზელენსკიმ “რეალურად შეხედოს” საქმის ვითარებას.

“ვიმედოვნებ, რომ ამ სამი სახელმწიფოს ლიდერები, ისევე როგორც რუმინეთის პრეზიდენტი, რომელიც მათთან ერთად იქნება, არ კონცენტრირდებიან მხოლოდ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე და უკრაინაში იარაღის შეტანაზე, რადგან ეს გააგრძელებს ხალხის ტანჯვას” – ამბობს პესკოვი

პესკოვი ვარაუდობს, რომ შეხვედრაზე განხილული იქნება მარცვლეულის თემა, ვინაიდან მისივე თქმით, უკრაინის პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ავსტრალიის 121 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიაინდიფერენტულობა აგრესორის მხარდაჭერაა… მომავალი თაობები შეაფასებენ დღეს ჩვენს ქმედებებსა თუ უმოქმედობას – ლიეტუვის ელჩი საქართველოში