ინდიფერენტულობა აგრესორის მხარდაჭერაა… მომავალი თაობები შეაფასებენ დღეს ჩვენს ქმედებებსა თუ უმოქმედობას – ლიეტუვის ელჩი საქართველოში

ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა ამბობს, რომ ლიეტუვას როგორც ქვეყანას არც რუსეთის სჯერა და არც რუსული ელიტის.

ლიეტუველი დიპლომატის თქმით, სწორედ ამიტომ, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ლიეტუვამ გადაწყვეტილება მიიღო რუსებზე ვიზების გაცემა შეწყვიტოს, უარი თქვას რუსული ნავთობისა და ელექტროენერგიის იმპორტზე.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ინდიფერენტულობა აგრესორი ქვეყნის მხარდაჭერაა.

„ჩვენ როგორც ქვეყანას არ გვჯერა რუსეთის, რუსული ელიტის. სწორედ ამიტომ 24 თებერვლის შემდეგ შევწყვიტეთ რუსებზე ვიზების გაცემა ბელორუსული და რუსული პასპორტების მქონეებისთვის, გამონაკლისები არსებობს, შევწყვიტეთ რუსული ნავთობის იმპორტიც, შევწყვიტეთ გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტიც, აღარ გავცემთ სერტიფიკატს რუსულ და ბელორუსულ საქონელზე, ამით იმას კი არ ვამბობთ, რომ თქვენ ამ გადაწყვეტილებებს უნდა მიბაძოთ.

ჩვენ ასე ვაფასებთ ყველა იმ სიტუაციას და საფრთხეს. ინდიფერენტულობა აგრესორის მხარდაჭერაა. იმნის თქმით, რომ „მხარს არ ვუჭერთ რუსეთს ან მის ქმედებებს უკრაინაში, არ ნიშნავს რომ უკრაინაში ბრძოლას ვუჭერთ მხარს საკუთარი მიწისა და მომავლისთვის. ეს არის ის კითხვის ნიშანი, რომელიც მინდა ყველა თქვენგანისთვის დავსვა. მომავალი თაობები შეაფასებენ დღეს ჩვენ ქმედებებსა თუ უმოქმედობას“, – აცხადებს კალინდრა.

banner
წინა სტატიაშივიმედოვნებთ, ევროპელი ლიდერები არ კონცენტრირდებიან უკრაინაში იარაღის შეტანაზე – პესკოვი
შემდეგი სტატია„ვრეკავ და აღარაფერია“ – ვალეში დედა, დონბასიდან შვილების ზარს ელოდება