“ვიმედოვნებ, ჩვენი საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ”

ვიმედოვნებ, დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პოლიტიკური პარტიების დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. დიალოგი და საუბარი პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში. შესაბამისად, ვიტყოდი, რომ ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაახლოვოთ პოზიციები. გარკვეულწილად, დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა. ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველას მხარეს ჰქონდა და ყველას ყურადღებით მოვუსმინეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა დიპლომატების დიალოგში მონაწილეობის მნიშვნელობას.

„განსაკუთრებით მინდა, ავღნიშნო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობის პოზიტიური მნიშვნელობა. მათ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატეს იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი დასრულდეს კონკრეტული შედეგით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას ცხრა პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შედგა.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – ჩვენი შეფასება იგივეა, არჩვენების შედეგები გაყალბდა და საჭიროა ახალი არჩევნები
შემდეგი სტატია“ვფიქრობ, არსებობს კომპრომისის სივრცე და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, ვიმედოვნებ, მხარეები მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას”