(video) უცნობმა პირებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ფედერაციის საელჩოზე კიევში

18 სექტემბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმის ახალი მოწვევის არჩევნების დღეს, უკრაინაში აკრძალულია საარჩევნო უბნების გახსნა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის საელჩოში.
აკრძალვის მიუხედავად, კიევში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ საარჩევნო უბანს ყველა ვარიანტში გახსნის. სიაში 80 ათასი რუსია. საელჩო იმედოვნებს, რომ უკრაინელი სამართალდამცავები არჩევნების დღეს მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
17 სექტემბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, უცნობმა პირებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ფედერაციის საელჩოზე კიევში. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს სააგენტო Reuters. ადამიანები, რომლებიც სახეს მალავენ, პიროტექნიკა დაუშინეს საელჩოს შენობას. აქციის ორ მონაწილეს კი ხელში ეკავა პლაკატი წარწერით : „რუსო ღორებო, თქვენი აქ ყოფნა არ უხარიათ. დღეს არის ფეირვერკები, ხვალ იქნება გრადები“ .

 

https://youtu.be/1yjiWAaW1uI

 

 

https://youtu.be/Ztmf3l7OGaE

banner
წინა სტატიაშიპროფესორი ნოდარ ტაბიძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამარი ლე პენი საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ხდება