პროფესორი ნოდარ ტაბიძე გარდაიცვალა

tabidze86 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ ტაბიძე გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი იყო.
ნოდარ ტაბიძემ ბიძის, პოეტ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა. ასევე, იყო გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმის მთავარი კონსულტანტი და დიდი წვლილი მიუძღვის მის განვითარებაში.

ნოდარ ტაბიძე დაჯილდოებული იყო გალაკტიონ ტაბიძის, სერგეი მესხის, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიებით.

banner
წინა სტატიაშიvideo სააკაშვილმა უკრაინელ ახალგაზრდებს აქტიურობისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატია(video) უცნობმა პირებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ფედერაციის საელჩოზე კიევში