(Video) უბრალოდ მცემეს უდანაშაულო ადამიანი ქუჩაში – ჟურნალისტი გიორგი გასვიანი

„დარწმუნებული ვარ შეისწავლიან ამ საქმეს, იმიტომ რომ უბრალოდ მცემეს უდანაშაულო ადამიანი ქუჩაში, რომელიც აღმოვჩნდი ჟურნალისტი,“ – ტელეკომპანია იბერიის ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი გუშინ პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის დეტალებს კურიერის პირდაპირ ეთერში ყვება და აცხადებს, რომ ის დღეს უკვე შეხვდა პროკურატურის წარმომადგენლებს.

„მოვიდა ჩემთან კარი გააღო და პირდაპირ ლანძღვა-გინებით დამიწყო დარტყმა, რომლის დროსაც ლითონის დეტალი თავზე მომაბჯინეს. მოვკიდე უცბად ხელი ინსტიქტურად და ვიგრძენი, რომ ეს იყო ცეცხსასროლი იარაღი, რომელიც ხელში ეჭირა და თავზე ჰქონდა მოდებული, რა თქმა ძალიან შემეშინდა. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ამოიღებს კადრებს, რომელიც სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია და სადაც ჩანს, როგორ მივედით ერთად ჩვენ სასტუმროში. მე მათთვის პირობა მქონდა მიცემული რომ ამის შესახებ არაფერს მოვყვებოდი და მეშინოდა პატრულის გამოძახების, რადგან არ ვიცოდი ვის მხარეს დაიჭერდნენ და რას შემიკერავდნენ, მაგრამ გენინსპექციას ჰქონდა აბსოლუტურად დროული და ადეკვატური რეაქცია,“ – განაცხადა გორგი გასვიანმა.

ტელეწამყვანი ასევე დარწმუნებულია, რომ მსგავსი ფაქტები მასიურად ხდება ქვეყანაში და განსაკუთრებით რეგიონებში, მაგრამ არ საჯაროვდება.

https://www.youtube.com/watch?v=tOml2okXeA0&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიმაია რჩეულიშვილის ჯანრთელობის მძიმე მდგომარეობა და ფოტო საავადმყოფოდან
შემდეგი სტატიათურქეთში რუსეთის ელჩს თავს დაესხნენ