თურქეთში რუსეთის ელჩს თავს დაესხნენ

“სიენენის” თურქეთის ბიურო ავრცელებს, რომ თურქეთში რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს ანკარაში თავს დაესხნენ – ინფორმაცია “სიენენის” “ტვიტერ” გვერდზეა გამოქვეყნებული. ზუსტდება, რომ დიპლომატს ესროლეს. თავდასხმა ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენის გახსნაზე მოხდა. ელჩს ესროლეს იმ მომენტში, როცა ის სიტყვით გამოდიოდა.
დიპლომატი ჰოსპიტალიზირებულია და მისი მდგომარეობა შეფასებულია როგორც კრიტიკული. კარლოვთან ერთად კიდევ სამი ადამიანია დაჭრილი.

 

https://youtu.be/ZjfiMAPEB1A

banner
წინა სტატიაში(Video) უბრალოდ მცემეს უდანაშაულო ადამიანი ქუჩაში – ჟურნალისტი გიორგი გასვიანი
შემდეგი სტატიარუსეთის ელჩი თურქეთში მოკლეს