(+ვიდეო) “თუ ვინმე ინდუაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, მაშინ ,,რუსთავი 2″-თან დაკავშირებულ ვერსიას განვავითარებ”

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ის ამ ეტაპზე ,,რუსთავი 2“ ის ირგვლივ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ უკავშირებს გუშინდელ თავდასხმას, მაგრამ მისივე თქმით, შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ეს ვერსიაც განავითაროს.
,,მე ,,რუსთავი 2“-ის მოთხოვნა დიდი ხანია გადაფორმებული მაქვს სხვა ადამიანზე, მაგრამ თუ აღმოჩნდება ისე, რომ ვინმე ალექსანდრე ინდუაშვილს, სადმე გარდაცვლილი იპოვეს შეიძლება ეს ვერსიაც განვითარდეს,“-ამბობს ოქრუაშვილი.
მისი თქმით, ,,რუსთავი 2“ მას გადაფორმებული აქვს სხვა პიროვნებაზე, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, თუმცა ოქრუაშვილი ამ პირის ვინაობას არ ასახელებს.

ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ გორში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მის განცხადებამდე ნახევარი საათით ადრე მომხდარის ირაკლი კობახიძისეულმა შეფასებამ არა ერთი კითხვის ნიშანი გააჩინა.

„კობახიძემ არაფერი იცოდა ნახევარი საათით ადრე რა განცხადებას გავაკეთებდი. მან წინასწარვე დაანონსა, რომ მე ამას პოლიტიკურ სარჩულს დავუდებდი და ცოტა ეჭვის შემქმნელია მისი ასეთი ვარაუდები. არ უნდა ვიმკითხაოთ და მითქმა-მოთქმას არ უდნა ავყვეთ, ეს ერთი. მეორე, მისი ეს განცხადება იყო საკმაოდ ცინიკური, საკმაოდ უპასუხისმგებლო, არასახელმწიფოებრივი. იმ დროს, როდესაც ორი ადამიანი იყო დაჭრილი მათი აქტივისტების მონაწილეობით, ინსპირირებით, მათი აქტივისტების მიერ ამ კრიმინალების შეგულიანებით. მე შემთხვევით არ მომიტანია ქართული ოცნება არსაიდან. მათი აქტივისტები მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში და ბუნებრივია ეს ყველაფერი დაბრალდა ქართულ ოცნებას და არა სხვა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. პოლიციისთვის წამზომი ჩართულია, მე არ ვაპირებ ამ წამზომის არც სწრაფ რეჟიმში გადაყვანას, მაგრამ მათ დრო ეწურებათ. ეს დრო ლოგიკურად არის საარჩევნო დღემდე. თუ საარჩევნო დღეს ეს ადამიანი არ იქნება დაკავებული, ეს იქნება მკაფიო გზავნილი ამ კატეგორიის სხვა ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში ქართული ოცნების მხრიდან, რომ ნუ გეშინიათ ბიჭებო ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ, თუ ეს ყველაფერი მათთვის კარგად იქნება, მე შეიძლება ვიმოქმედო ჩემი წესებით, ჩემი რესურსებით მათ წინააღმდეგ,“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=rWEy0qg1488

banner
წინა სტატიაშირამიშვილს სურდა ნიკა გვარამიასთვის “ქართულ ოცნებაზე” მასალების გადაცემა – ელისო კილაძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ “რუსთავი 2”-ს, ბოდიში მოუხადონ მაყურებელს სიცრუის ტირაჟირებისთვის