(Video) თქვენ ხართ გოგაშვილის აგენტი! – ცხარე კამათი ელისო კილაძესა და გიორგი ჩიქოვანს შორის

„თქვენ ხართ ცილისმწამებელი და სუს-ის სააგენტოების ვარსკვლავი,“ – ელისო კილაძემ და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა, გიორგი ჩიქოვანმა, გადაცემა არჩევანის სტუდიაში იკამათეს.

გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, გაზეთ ქორნიკა პლიუსის მთავარი რედაქტორის მიერ გავრცელებული ყველა მასალა დაუდასტურებელია.

„კარგად გვახსოვს, თუ რას საქმიანობდა ქალბატონი ელისო, კარგად გვახსოვს მისი მხრიდან, მთელი მისი კარიერის განმავლობაში, გავრცელებული განცხადებები იყო დაუდასტურებელი და არგუმენტებს მოკლებული,“ – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

ამის გამო ელისო კილაძემ მას “სოსო გოგაშვილის აგენტი” უწოდა.

„ბიოგრაფი ხართ ჩემი? თქვენ ხართ გოგაშვილის აგენტი!“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

გიორგი ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი მაღალჩინოსანი, რომელიც თავის უფლებამოსილებას გადააჭარბებს, უნდა დაისაჯოს.

https://www.youtube.com/watch?v=CNNL2iE_Uq8

banner
წინა სტატიაში(Video) ელისო კილაძის განცხადებით, მისი შვილის დაკავების ვიდეომტკიცებულება არსებობს
შემდეგი სტატიაყველაზე ბინძური მინისტრი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ჩემი შეფასებით, იყო ირაკლი ღარიბაშვილი – ზაზა ხატიაშვილი