ყველაზე ბინძური მინისტრი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ჩემი შეფასებით, იყო ირაკლი ღარიბაშვილი – ზაზა ხატიაშვილი

„მდგომარეობა კატასტროფულია იმ კუთხით, რომ შს მინისტრის პირველ მოადგილეს თავს ესხმიან,“ – ასე აფასებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტს.

მისი თქმით, „ეს ფაქტი ძალიან ბინძურია“, რომელიც საგამოძიებო უწყებებმა მალე უნდა გამოიძიონ.

„მე მიმაჩნია, რომ ყველაზე ბინძური მინისტრი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ჩემი შეფასებით, იყო ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ჩაიდინა ისეთი საშინელება, რომელზეც მე მაქვს მტკიცებულებები,“ – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

არჩევანის ეთერში ადვოკატმა რამდენიმე ფაქტი გაიხსენა, სადაც შსს სამართლებრივი დარღვევებია მოყვენილი.

ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, ის ადამიანები, რომლებიც წამებაში მონაწილეობას იღებდნენ, მოგვიანებით დააწინაურეს.

„ამ ადამიანზე ახლა ამბობენ, რომ პრეზიდენტი უნდა გახდეს, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში,“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე.

banner
წინა სტატიაში(Video) თქვენ ხართ გოგაშვილის აგენტი! – ცხარე კამათი ელისო კილაძესა და გიორგი ჩიქოვანს შორის
შემდეგი სტატიაეს არის ძალიან დიდი გაკვეთილი ამორალურობაში – ანა დოლიძე თანამდებობის პირების დაუსჯელობაზე საუბრობს