(video) პოროშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესს აკეთებდა

,,პეტრო პოროშენკო იანუკოვიჩის ხელისუფლებაში ეკონომიკის მინისტრად მუშაობის დროს, საკუთარი ავტობუსების მწარმოებელი კომპანია ,,ბოგდანის,, ავტობუსებს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჰყიდდა,, ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,ტელარხ ,,ზიკში,, საკუთარ თოქ-შოუ ,,ინშა უკრაინის,, მსვლელობისას განაცხადა.

გადაცემის მსვლელობისას, სააკაშვილმა ტაბლოზე აჩვენა უკრაინის ერთ-ერთი ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომპანია ,,ბოგდანმა,, 2010 წელს აფხაზეთში 40 ავტობუსი გაყიდა.,,ეს ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ იმ ბანკმა გამოაქვეყნა, რომელმაც კომპანია ,,ბოგდანი,, ვალების გამო ჩაიბა. ეს არის ამაზრზენი ინფორმაცია. ეს არის უკრაინის, საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა პოროშენკომ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ როგორც ოფიციალური პირი ოკიპირებულ ტერიტორიებში ვაჭრობით ფულს შოულობდა… მან სულ ცოტა ახსნა განმარტება მოგვცეს ამ თემაზე და თავი დაანებოს მისმა უშიშრობამ უკრაინული კომპანიების დაშინებას, ოკუპირებულ ტერიტორიებთან სავაჭრო ურთიერთობების გამოგონილი საბაბით,, განაცხადა სააკაშვილმა.

https://youtu.be/lmLL4nX2bpo

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა „საკუთარი“ გადაცემა დახურა
შემდეგი სტატიააშშ ასადის არმიაზე დასარტყმელად ემზადება