საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა მეთურმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თოქ-შოუ Другая Украина, რომლის წამყვანი იგი გახლდათ, ამიერიდან ეთერში არ გავა. ამის შესახებ მან დაწერა Facebook-ის საკუარ გვერდზე. სააკაშვილის თქმით, სტუდიის მფლობელები აიძულეს მასთან გაეწყვიტათ კონტრაქტი. „ეს არის ბოლო გადაცემა…მაგრამ არაკეთილმოსურნეები ნუ იმედოვნებენ, რომ მე ვერ მოვძებნი ეთერში დაბრუნების საშუალებას, -წერს იგი. ეთერის დროს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გადაცემის მიმართ ხელმძღვანელობის მხრიდან პოზიციის შეცვლა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პირდაპირ ეთერში სნაიპერმა-ქალმა შეასრულა სიმღერა “Шоколадна дупа”. სააკაშვილმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბლოკირებას უკეთებს პირადად მას და მის გადაცემას.