(Video) პოლიციაზე და მის იმიჯზე ვიწრო პოლიტიკური კამპანია და თავდასხმები მიმდინარეობს – არჩილ თალაკვაძე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 5, 2017 00:14

(Video) პოლიციაზე და მის იმიჯზე ვიწრო პოლიტიკური კამპანია და თავდასხმები მიმდინარეობს – არჩილ თალაკვაძე

„ჩვენ გვაქვს ქვეყანაში ისეთი დემოკრატია, სადაც კრიტიკული პოზიციები ისმის და ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილი არ არის.

„ზოგიერთ გამოსვლას აქ რომ ვუსმინე, ნამდვილად მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები ყვითელ პრესაზე დაყრდნობით ესაუბრებიან საზოგადოებას,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფრაქცია ქართული ოცნების წევრი პოლიტიკოსებზე თავდასხმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ოპონენტების მიერ არჩევანის ეთერში დასახელებული საქმეები გახსნილია.

არჩილ თალაკვაძემ არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პოლიცია წელიწადში 13 ათასზე მეტ ადამიანს აკავებს.

„სახალხო დამცველის ანგარიშიდან ჩვენ ვკითხულობთ, რომ იყო 173 შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები დაუკავშირდნენ სახალხო დამცველს და გამოთქვეს პრეტენზიები ამ დაკავებების დროს და პოლიციასთან ურთიერთობაში ძალაუფლების შესაძლო გადამეტებაზე,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ეს სისტემური პრობლემის სურათს არ ქმნის.

„2000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მთელი წლის განმავლობაში, როდესაც გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური პასუხისმგებლობა გამოიყენა პოლიციის თანამშრომლების მიმართ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, პოლიციაზე და მის იმიჯზე „ვიწრო პოლიტიკური კამპანია და თავდასხმები მიმდინარეობს“.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ გელა ხვედელიძის საქმეზე საზოგადოება გამოძიებას უნდა დაელოდოს.

https://www.youtube.com/watch?v=12GWB9dFSl0&feature=youtu.be

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 5, 2017 00:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,418
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics