როდესაც ამ კრიმინალს არ მოჰყვება სათანადო გამოძიება, ეს უკვე არის უმოქმედობა ხელისუფლების მხრიდან – თამარ კორძაია

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია, ქვეყანაში კრიმინოგენულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დაცულობის განცდა შესუსტებულია.

არჩევანის ეთერში მან ასევე შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, გელა ხვედელიძეზე, თავდასხმის ფაქტზე ისაუბრა.

„როდესაც ამ კრიმინალს არ მოჰყვება სათანადო გამოძიება, ეს უკვე არის უმოქმედობა ხელისუფლების მხრიდან,“ – აცხადებს თამარ კორძაია.

მან პოლიტიკოსებზე თავდასხმის გამოუძიებელ ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაუსჯელობის სინდრომი წარმოშვა. თამარ კორძაიამ პოლიციელების მხრიდან გახშირებულ ძალადობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ამ პროცესმა, როდესაც ხელისუფლება სათანადო სიმაღლეზე არ დგას, წარმოშვა მეორე დაუსჯელობის სინდრომი და გადავიდა მეორე ტიპის, უფრო უარეს ფორმაზე ძალადობის, ეს არის, როდესაც უშუალოდ სამართალდამცავები ორგანოები ძალადობენ,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაში(Video) ეს არის გზავნილი, რომ გამართლებულია პოლიტიკური ძალადობა – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატია(Video) პოლიციაზე და მის იმიჯზე ვიწრო პოლიტიკური კამპანია და თავდასხმები მიმდინარეობს – არჩილ თალაკვაძე