(VIDEO) პარტიაში არსებული მცირე ჯგუფი ცდილობს ყრილობის საბოტაჟს, რაც განწირულია-მელია

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, 20 იანვარს გაიმართება მრავალათასიანი ყრილობა, სადაც მონაწილე 7 ათასი დელეგატიდან 5 დელეგატის ვინაობა ცნობილია,

როგორც მელიამსაგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პარტიაში არსებული მცირე ჯგუფი ცდილობს საბოტაჯი მოაწყონ და წარმოაჩინონ, რომ ყრილობის გამართვა გარკვეული დარღვევებით მიმდინარეობს.

„ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ პარტიის მმართველობაში არსებულმა მცირე ჯგუფმა მოახერხა და დაუპირისპირა არამხოლოდ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, არამედ პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობის ნებას, ეს არის ჩემთვის ძალიან დასანანი, დასანანია ასევე, რომ პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი ცდილობს შეინარჩუნოს მისი გავლენა და ამ მიზნისთვის აკეთებს ყველაფერს და დაუპირისპირდა უმრავლესობის მხარდამჭერებს. ისინი უკანასკნელი დღეების განმავლობაში ცდილობენ წარმოაჩინო ყრილობა, როგორც არალეგიტიმური ისე თითქოს იქ არის უამრავი დარღვევა, ჩემთვის სამწუხაროა, რომ პარტიის მცირე ჯგუფი აცდენილია იმ განწყობებს რომელიც არის პარტიის მხარდამჭერებში. ნაციონალური მოძრაობა არ არის რომელიმე ცალკე აღებული ერთი ჯგუფის, ნაციონალური მოძრაობა ეკუთვნის მის ათიათასობით წევრს და ამომრჩეველს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში იქცნენ სამიზნე ივანიშვილის, დაშინების და შანტაჟის. ეს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ როგორ უნდა განვითარდეს პარტია. ისინი ცდილობენ საბოტაჟი მოახდინონ ყრილობის, რაც რა თქმა უნდა თავიდანვე განწირულია,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

https://www.youtube.com/watch?v=ysvIsqapUpI&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიანეთანიახუმ ჯარისკაცის შეწყალებაზე მოწოდება გააკეთა, რომელმაც დაჭრილი პალესტინელი მოკლა