საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

ხვალ გახდება ცნობილი თუ ვინ დაიკავებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობას. სამეურვეო საბჭოს შეხვედრები კანდიდატებთან დღეს გაიმართა. კენჭისყრა ხვალ 12:00 საათზეა ჩანიშნული.

კონკურისი მეორე ტურში 5 კანდიდატი მონაწილეობს, ესენი არიან – ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და თინათინ ბერძენიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩეული იქნება ის კანდიდატი, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრთა მინიმუმ ხუთ ხმას მიიღებს.

banner
წინა სტატიაში„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ დეკემბერში ბუნებრივი აირის გადასახადის ზრდას ტემპერატურის კლებით ხსნიან
შემდეგი სტატია(VIDEO) პარტიაში არსებული მცირე ჯგუფი ცდილობს ყრილობის საბოტაჟს, რაც განწირულია-მელია