(VIDEO) „ნაჯახით ნაცემი მუშები-ყველანი ქუჩაში“ – ზვარეში აქცია-მსვლელობა დაპირისპირებაში გადაიზარდა

ზვარელი მუშების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა დაპირისპირებაში გადაიზარდა. თამარ მეფის გამზირზე ერთმანეთს აქციის მონაწილეები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

“ნაჯახით ნაცემი მუშები-ყველანი ქუჩაში” – ამ სახელწოდებით დღეს ზვარეში მუშების ცემის ფაქტს აქცია-მსვლელობით გააპროტესტებენ.

აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა და მასში მონაწილეობას რამდენიმე ორგანიზაცია მიიღებს. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინციდენტისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას და ჩინური კომპანიის ადგილობრივი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

მათი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა „საქართველოს რკინიგზამაც“ უნდა აიღოს.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

https://www.youtube.com/watch?v=vEEjH90kGy8&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიოლეგ მელნიკოვი: მაშინ რომ სასამართლოსთვის დღევანდელი ჩვენების მსგავსი ჩვენება მიმეცა, ახლა მკვდარი ვიქნებოდი
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” საერთო სახალხო პარტიაა, თუ კულუარულად მართული, ვიწრო ჯგუფის გამომხატველი პარტია იქნება დღეს გადაწყდება”