ოლეგ მელნიკოვი: მაშინ რომ სასამართლოსთვის დღევანდელი ჩვენების მსგავსი ჩვენება მიმეცა, ახლა მკვდარი ვიქნებოდი

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის, კერძოდ ამ საქმეში დათა ახალაიას ბრალდების ეპიზოდზე სასამართლოში ჩვენება მისცა ოლეგ მელნიკოვმა.

ოლეგ მელნიკოვი იხსენებს, რომ იმ მანქანაში იჯდა, რომლითაც დათა ახალაია, თოფურიძე და გერონტი ალანია გენერალურ პროკურატურაში წავიდნენ.

„დათა ახალია ავიდა გენერალურ პროკურორ ადეიშვილთან. თქვა, რომ ერთ საატში ჩამოვალო, თუმცა თითქმის ორი საათის შემდეგ ჩამოვიდა. გაბრაზებული იყო. ეგრევ უთხრა ალანიას, ციხეში უნდა წახვიდე, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნებაო. წავედით შავნაბადასკენ. გზაში დათა ახალაია აწყნარებდა ალანიას, პრეზიდეტმა თქვა, შეგიწყალებო“,-აღნიშნა მელნიკოვმა.

ამასთან, მისივე თქმით, მელვნიკოვმა აღნიშნა, რომ პირველი ჩვენება სანდრო გირგვლიანის საქმეზე მისცა იმ ოთხაში, სადაც იმყოფებოდნენ თაკო სალაყაია, დათა ახალაია, ვასილ სანოძე.

„ჩვენება მომცა ახალაიამ დაწერილი. იგივე ჩევენება მივეცი შემდეგ ქალაქის სამმართველოსა და სასამართლოში“,-აღნიშნა მელნიკოვმა.

პროკურორის კითხვაზე, მის მიერ ადრე და დღეს მიცემულ ჩვენებს შორის რატომ არის განსახვავება, მელნიკოვმა უპასუხა – ეს ჩვენება რომ მიმეცა, მკვდარი ვიქნებოდი.

დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის.

banner
წინა სტატიაშიჯიხაშკარის ინციდენტში ბრალდებულ “ოცნების” წევრს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატია(VIDEO) „ნაჯახით ნაცემი მუშები-ყველანი ქუჩაში“ – ზვარეში აქცია-მსვლელობა დაპირისპირებაში გადაიზარდა