(video) მუშამ, რომელსაც ხელფასი არ გადაუხადეს, ზესტაფონში თავისივე ხელით დაგებული ქვაფენილი აყარა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ფეისბუქზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მისი ინფორმაციით, ზესტაფონელი მუშაა გადაღებული, რომელმაც თავისივე ხელით დაგებული ქვაფენილი აყარა.

„გინახავთ გამწარებული მუშა, რომელიც გაკეთებულს ანგრევს და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ხელფასი არ გადაუხადეს?! ეს ყველაფერი ხდება ზესტაფონის ცენტრში, დემონსტრაციულად და „ქართული ოცნების“ ოფისის წინ. გაფლანგული 200 000 ლარზე მეტი და 8 თვის განმავლობაში დაუსრულებელი სამუშაოები“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=KUlWeVXdOSE&feature=youtu.be&fbclid=IwAR2R9k9PIPmUj8oNcejAYFNtuq25ykj6WM7pdhTLkqsVAyOH8hiEq3otPs0

banner
წინა სტატიაში41 გარდაცვლილი და 6 დაშავებული – ავიაკატასტროფა მოსკოვში
შემდეგი სტატიასოფო შინჯიკაშვილი – სტუ-ის კურსდამთავრებული, პირველი ქართველი თანამშრომელი ევროპის „MICROSOFT“-ში