(ვიდეო) მიხეილ სააკაშვილმა პოროშენკოს წინააღმდეგ ახალი მიტინგები დააანონსა

 

„რაც სასამართლომ დღეს გააკეთა, ეს პირდაპირი მცდელობაა, შეზღუდონ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა. მათ არც ერთი მცდელობა, რომ შეზღუდონ ჩემი გადაადგილება, ურთიერთობა ადამიანებთან, ჩამკეტონ სახლში, არ გამოუვათ… უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ მარშებს იმპიჩმენტის მოთხოვნით“, – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, პოროშენკოს თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით სხვა პოლიტიკურ ძალებთან და გაერთიანებებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა შეეფარდა, რომელსაც ის კიევში, საკუთარ ბინაში, კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებს. მასზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. სააკაშვილი ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს.

https://youtu.be/_bVslUD-29g

banner
წინა სტატიაში“ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მერაბიშვილის გათავისუფლებაა” – გიორგი კანდელაკი
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაიას სკანდალური “ფეისბუქპოსტი”