“ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მერაბიშვილის გათავისუფლებაა” – გიორგი კანდელაკი

“ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მერაბიშვილის გათავისუფლებაა” – გიორგი კანდელაკის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

,,მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას. ესაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერს და მსოფლიოში ცნობილი ქართული პოლიციის რეფორმის ავტორს, ვანო მერაბიშვილს ეხება.
ევროპულმა სასამართლომ, მერაბიშვილის მიმართ, 18-ე მუხლის დარღვევა დაადგინა. ესაა პირველი შემთხვევა ამ სასამართლოს ისტორიაში, როცა 18-ე მუხლის დარღვევა დიდმა პალატამ დაადგინა.
საქართველის ხელისუფლების რეაქცია იმედგაცრუებას იწვევს. ისინი ამბობენ, რომ 4000 ევროს გადაიხდიან, რაც იქნება კიდეც აღსრულება.
ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. სასამართლო ამ ტერმინს არასდროს იყენებს, რადგან ეს პოლიტიკური ტერმინია, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლადაა ნათქვამი, რომ ხელისუფლებას ჰქონდა სხვა მოტივები, როცა გაასამართლა და ციხეში ჩასვა მერაბიშვილი.
საქართველოს ხელისუფლება ნათელი არჩევანის წინაშე დგას: ისინი ან არ აღასრულებენ დიდი პალატის ამ გადაწყვეტილებას და ეს საქართველოსთვის დიდ ლაქად იქცევა, ან დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ ვანო მერაბიშვილს.’’

 

გიორგი კანდელაკი

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკმა სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი დააყენა
შემდეგი სტატია(ვიდეო) მიხეილ სააკაშვილმა პოროშენკოს წინააღმდეგ ახალი მიტინგები დააანონსა