(video) მიხეილ სააკაშვილი კიევში 27 ნოემბერს აქციის ჩატარებას გეგმავს

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში 27 ნოემბერს აქციის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ სააკაშვილმა “ფეისბუქით” გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა:

”ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანაში არიან სხვა, ახალი ძალები, წესიერი, პატიოსანი ადამიანები, რომელთაც აქვთ რეალურად მოტივაცია, დაიცვან ქვეყანა, გახადონ ის უკეთესი და ბევრად ეფექტური.
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ, რომ ჩვენ ქვეყნის მომავლის გვჯერა, რომ გვაქვს საკმარისი ძალა, ენერგია. ჩვენ არ ჩამოვუშვებთ ხელებს, ჩვენი მოსყიდვა შეუძლებელია და ჩვენით მანიპულირება შეუძლებელია.
მე წავალ ბოლომდე და მინდა, რომ ჩვენ ერთად წავიდეთ ბოლომდე. მე არ გიღალატებთ და იმედი მაქვს, რომ თქვენც იქნებით ჩვენთან ამ ბრძოლაში. 27 ნოემბერს, 13:00 საათზე, ჩვენ შევიკრიბებით. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საკმარისია, აღარ მოგცემთ იმის გაგრძელების ნებას, რასაც აკეთებდით. ჩვენ უფრო მეტნი გავხდებით და მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას უკრაინისთვის, ყველა უკრაინელი ოჯახისთვის”, – მიმართავს სააკაშვილი უკრაინელებს.

https://youtu.be/yxgNvbSjZCk

 

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ „კრეატიულობის ევერესტი“ დაიპყრო
შემდეგი სტატიააფხაზეთი მხოლოდ სამხედრო ბაზაა რუსეთისთვის და საქართველოს მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტი