ზუგდიდის მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ „კრეატიულობის ევერესტი“ დაიპყრო

15094248_1181478961938402_7309642619034609435_nისეთი პირი უჩანს, რომ „ოცნებელი“ დეპუტატები მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საკანონმდებლო არა, მაგრამ „კრეატიულობის ევერესტს“ აშკარად დაიპყრობენ. ამის თქმის საფუძველს კი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ზუგდიდის რაიონის ყოფილი გამგებლის და აწ უკვე მაჟორიტარის ედიშერ თოლორაიას გონიერება იძლევა. ახლა, არ იფიქროთ, რომ ბატონმა თოლორაიამ მზის სისტემაში ახალი პლანეტა აღმოაჩინა. არამც და არამც, ქალბატონებო და ბატონებო! საქმე უფრო მარტივად და შეიძლება ითქვას, ბანალურადაც არის.
ისე, კაცს, რომელსაც ჯერ კიდევ ზაფხულში გამგებლის პოსტი ეჭირა, დეპუტატის სტატუსი მაინცდამაინც არ უნდა უკვირდეს, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს წევრობას, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი ჯერ სულ რამდნიმე დღეა შეიკრიბა და იმის მეტი, რომ სპიკერი და კომიტეტის თავმჯდომარეების მეტი არაფერი გაუკეთებია, დეპუტატებმა კაბინეტები უკვე ჩამოირიგეს. ამაში მიუღებელი არაფერია, რადგან ადამიანს სამუშაო კუთხე უნდა ჰქონდეს, მაგრამ ის, რაც თოლორაიამ გააკეთა, სლენგით რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი „ხამობა“ არის და მეტი არაფერი.
ერთი სიტყვით,ზუგდიდის მაჟორიტარი ადგა და კაბინეტს, რომელზეც გამოკრულია აბრა: „პარლამენტის წევრი ედიშერ თოლორაია“ ფოტოსურათი გადაუღო და ეს კადრი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ატვირთა!
დიახაც, უნდა უხაროდეს თოლორაიას – როგორც პარლამენტარი თუ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს ვერ გააკეთებს, მთელი ცხოვრება „დარმავოი“ ფული, ანუ დეპუტატის გარანტირებული პენსია ექნება. ასეა ბაზრის დაცვიდან პარლამენტის დეპუტატობამდე!!!

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: რუსთავი 2-ის საქმე არის ერთერთი მთავარი ტესტი, საით მიდის ეს ქვეყანა
შემდეგი სტატია(video) მიხეილ სააკაშვილი კიევში 27 ნოემბერს აქციის ჩატარებას გეგმავს